შესანიშნავი პატარა ფილმი ტურისტობასა და ემიგრაციას შორის განსხვავებაზე.
გმირებს ერთმანეთი 24 წელია არ უნახავთ, 12 წელია კი არ უსაუბრიათ. ახლა ისინი ნიუ-იორკში ხვდებიან ერთმანეთს და ფრთხილად იმედოვნებენ, რომ კვლავ შეძლებენ საერთო ენის პოვნას. მათი საერთო ენა კორეულია, თუმცა მშობლიური სეულიდან ამერიკაში გადასულ ნორას ის უკვე ნაწილობრივ დავიწყებული აქვს, მის ბავშვობის სიყვარულს, ჰე სანს კი ამ წლების განმავლობაში ინგლისური ვერ უსწავლია.
დრამატურგ სელინ სონის სარეჟისორო დებიუტი, რომელსაც „სანდენსის“ კინოფესტივალზე აღფრთოვანებით შეხვდნენ: „2023 წლის პირველი დიდი ფილმი“, „ნამდვილი განძი“, „ბოლო წლების სანდენსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დებიუტი“.