ამჯერად ვუყურებთ ფილმს „მგზავრები“ (რეჟ. მორტენ ტილდუმი) და განვიხილავთ, რა ფსიქოლოგიური მექანიზმები მოქმედებს ჩვენს არჩევანზე.
ფილმის შესახებ:
მექანიკოსი ჯიმი იღვიძებს კოსმოსური ხომალდის კაფსულაში. გარს ეხვევა ჰოლოგრამები და რობოტები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხარვეზის გამო ჯიმი მარტო გაიღვიძა და დანიშნულ წერტილამდე ჯერ კიდევ 90 წელი უნდა იფრინოს. ერთ წელიწადში ის იღებს სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებას...
ჩვენი კინოკლუბის მიზანია შემოქმედებითი ხედვის განვითარება, ეგზისტენციალურ კითხვებზე ფიქრი და საკუთარი თავის უკეთ შეცნობა კინოს საშუალებით.
კინოკლუბს უძღვება ოლესია პატრაითი — ეგზისტენციალური ფსიქოლოგი, ტრავმათერაპევტი და ჯგუფების წამყვანი.