პაშა კრივეცის სოლო სტენდაპ-კონცერტი „კარგი ამბები“
პაშა კრივეცი გამოცდილი კომიკოსია ბელარუსიდან, რომელიც წარსულში მრავალი კომედიური სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ პოპულარულ კომედიურ შოუებში, როგორებიცაა Uboynaya Liga, Razgony, Local Live და სხვა. ამჟამად იდრაკ მირზალიზადესთან ერთად უძღვება შოუს Nizkie Umy.
12 ნოემბერს პაშა პირველად წარდგება ბათუმში თავისი ახალი სტენდაპ-კონცერტით „კარგი ამბები“.
კონცერტზე ის გაგვიზიარებს საკუთარ დაკვირვებებს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ხანგრძლივ ურთიერთობებზე, ოჯახზე, ემიგრაციისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამოცდილებაზე, შიშებსა და იმ დროზე, რომელშიც კარგი ამბები ასე ცოტაა.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ხელნაკეთი ლიქიორები და ლუდი, მაგარი ღონისძიებები ყოველდღე, იუმორი და ჰარდკორი