ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“

ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“

ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“
1, აღმაშენებელის გამზ. (ქუთაისი)
ბილეთის ფასი
დან25 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

01.12.2026
სამშაბათი
19:00
25 ₾ - 45 ₾
25 ₾ - 45 ₾
ვრცლად

აღწერა

„ფარნავაზიანი“ — ქორეოგრაფიული სპექტაკლი 

ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი „ეგრისი“, საქართველოს კულტურის სამინისტრო, „სსიპ შემოქმედებითი საქართველო“ და ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაცია IOV Georgia გიწვევთ გრანდიოზულ წარმოდგენაზე „ფარნავაზიანი“! 


იხილეთ ორმოქმედებიანი ქორეოგრაფიული დრამა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში გამოგზაურებთ და მოგითხრობთ მეფე ფარნავაზ I-ის ცხოვრებისა და დამპყრობლების წინააღმდეგ, ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის ბრძოლის ისტორიას. 


წარმოდგენა თავისი ღრმა შინაარსით, საინტერესო ქორეოგრაფიული გადაწყვეტებით, ახალგაზრდა შემსრულებელთა ოსტატობით, შთამბეჭდავი რეკვიზიტითა და საუცხოო ისტორიული კოსტიუმებით გულგრილს არ დატოვებს არცერთი ასაკის მაყურებელს. 


მობრძანდით და ისიამოვნეთ დაუვიწყარი მოგზაურობით ქართული ისტორიისა და ხელოვნების სამყაროში! 


დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი: გიორგი ფილიშვილი 
 

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები 

• საქართველოს კულტურის სამინისტრო 

• „სსიპ შემოქმედებითი საქართველო“.

• ალექსი მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა 

• ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაცია IOV Georgia 
 

თარიღი: 1 დეკემბერი, 2026 დაწყება: 19:00 

ადგილი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი 

ხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი + მცირე ანტრაქტი 


• 6 წლამდე ბავშვი წარმოდგენას ესწრება უფასოდ, ცალკე დასაჯდომი ადგილის გარეშე, მშობლის ან თანმხლები სრულწლოვანი პირის კალთაში. 

• 6 წლის ასაკიდან ბილეთის შეძენა სავალდებულოა. 

• თუ ბავშვს ცალკე დასაჯდომი ადგილი სჭირდება, ბილეთი აუცილებელია ასაკის მიუხედავად.

ფოტო და ვიდეო

ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“

ადგილი