პარიზი, ტეხასი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პარიზი, ტეხასი

პარიზი, ტეხასი

პარიზი, ტეხასი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული

აღწერა

ვაგრძელებთ ჩვენი საყვარელი ფილმების ჩემოდნის გახსნას. ამჯერად ჩვენთან უხილავად არის Kurt Cobain — ეს ხომ მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმიც იყო.

ისტორია უგზო-უკვლოდ დაკარგულ კაცზე, რომელსაც ოთხი წლის შემდეგ, ღრმა ამნეზიის, აფაზიისა და ინსომნიის ნიშნებით, აღმოაჩენენ ტეხასის ერთ მივარდნილ საავადმყოფოში. მეხსიერებისა და მეტყველების გარეშე დარჩენილი ადამიანი, შვილთან ერთად, მიემართება თავისი ცოლის საძებნელად — ქალის, რომელიც თითქოს არ ახსოვს, მაგრამ ოდესღაც ძლიერ უყვარდა.

ეს არის Paris, Texas, რეჟისორი Wim Wenders.

ფილმის ატმოსფეროს განსაკუთრებულ მუსიკალურ ფონს ქმნის Ry Cooder-ის სლაიდ-გიტარა.

🏆 „ოქროს პალმის რტო“ — Cannes Film Festival
ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ფილმს ევროპაში იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად, რომ მის პატივსაცემად სახელები აიღეს შოტლანდიურმა როკ-ჯგუფებმა Texas და Travis.

ფოტო და ვიდეო

პარიზი, ტეხასი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება