„პარიზი, ტეხასი“
შაბათი, 20 ივნისი
20:00
კულტური დრამა, რომელიც კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა.
„პარიზი, ტეხასი“ საოცრად ლამაზი და ემოციური ფილმია კაცზე, რომელიც ოთხწლიანი გაუჩინარების შემდეგ მოულოდნელად უდაბნოში ჩნდება — ჩუმი, დაკარგული და თითქოს საკუთარი ცხოვრებიდან ამოვარდნილი.
წლების წინ მან დატოვა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. ახლა კი უწევს რთული გზის გავლა — შვილის, წარსულისა და საკუთარი თავისკენ დაბრუნება.
• როგორ იწვევს ქრონიკული სირცხვილის განცდა სიახლოვისგან თავის არიდებას
• რატომ ირჩევენ ზოგიერთი ადამიანები გაუჩინარებას საუბრის ნაცვლად
• რა არის დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა და როგორ ვლინდება ის ურთიერთობებში
• როგორ იწყება ძალადობა ურთიერთობებში ხშირად არა ფიზიკური აგრესიით, არამედ კონტროლითა და დაკარგვის შიშით
• რატომ შეიძლება ძლიერმა ფსიქოლოგიურმა გადატვირთვამ ადამიანი მენტალურად „გამორთოს“
გეპატიჟებით ფილმის ჩვენებასა და განხილვაზე, რომელიც თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.