მენიუ
მოქმედება XIX საუკუნის თბილისში ვითარდება. საფრანგეთში განათლებამიღებული ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და ამ აურზაურში სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ. ყლორთაღელი ავაზაკები ამ შემთხვევით ისარგებლებენ და სახლის გაძარცვას განიზრახავენ, რის შემდეგაც დიდი თავგადასავლის მონაწილეები ხდებიან.
სპექტაკლში შეგხვდებათ შობის ფერია და სხვადასხვა გამოგონილი პერსონაჟი, რომლებიც ჯადოსნური ღამის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ, ზუსტად თორმეტ საათზე კი თბილისური სახლი ჟრიამულით აივსება.