მთაწმინდის პანთეონი: გრიბოედოვიდან სტალინის დედამდე — როგორ მუშაობს კოლექტიური მეხსიერება
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი — ადგილი, რომელიც საქართველოს ისტორიის ანარეკლად იქცა. ჯერ კიდევ რუსი მწერლის, გრიბოედოვის დაკრძალვის შემდეგ აქ ინახება იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი როლი ითამაშეს.
1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში მოსვლის შემდეგ ტოტალიტარულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ადამიანის ხსოვნის პოლიტიზება — მეხსიერების კონტროლი. სწორედ ასე შეიქმნა პანთეონი — ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული სასაფლაო.
ჩვენი „დროის მოგზაურობის“ ფარგლებში შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ თანაარსებობენ მთაწმინდაზე კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა ფენა და რა კონფლიქტები არსებობს მათ შორის. ვისაუბრებთ თანამედროვე სტალინიზმზეც საქართველოში და ზოგადად — ქართველების დამოკიდებულებაზე საბჭოთა წარსულთან.