ფილმის მოქმედება ერთდროულად ორ სამყაროში ვითარდება: ფრანკოს რეჟიმის დროინდელ სასტიკ ესპანეთსა და ბნელ ზღაპრულ სამყაროში, სადაც პატარა გოგონა ოფელია ხვდება.
დაუნდობელი მამინაცვლის გვერდით აღმოჩენილი ოფელია შვებას ფანტასტიკურ სამყაროში პოულობს, სადაც მას რამდენიმე იდუმალი გამოცდის გავლა მოუწევს.
„ფავნის ლაბირინთი“ გილერმო დელ ტოროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია და შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ფენტეზის ომზე, ძალადობასა და ადამიანის არჩევანზე საუბარი.
🏆 სამი „ოსკარი“ — საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, მხატვარ-დამდგმელთა ნამუშევრისთვის და გრიმისთვის.