მენიუ
პაკიტო დ’რივერა და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
2024 წლის 12 მაისს ჯ.კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ გრემისა და ლათინური გრემის 16 ჯილდოს მფლობელის, სახელგანთქმული კუბელი კლარნეტისტისა და საქსოფონისტის პაკიტო დ’რივერასა და მისი ბენდის კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე. პაკიტო დ’რივერას გრემის მრავალრიცხოვანი ჯილდოების სია 1996 წლიდან იწყება. მათ შორისაა ნომინაციები საუკეთესო ჯაზ შესრულებისთვის, საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიცია, საუკეთესო კლასიკური თანამედროვე კომპოზიცია, 2 საუკეთესო კლასიკური ალბომი და 8 საუკეთესო ლათინური ჯაზ ალბომი, რომელთაგან ბოლო 2023 წელს იქნა დაჯილდოვებული. იგი გახლავთ პირველი არტისტი ისტორიაში, რომელმაც ერთი და იგივე წელს მიიღო ლათინური გრემი ორივე, კლასიკური მუსიკისა და ლათინური ჯაზის კატეგორიებში