მიიღე მონაწილეობა ნახატების კონკურსში თემით- “გაზაფხულის სიზმარი”
![]()
თუ გიყვარს ხატვა და შთაგონებას გაზაფხული გაძლევს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, კულტურის დეპარტამენტის, ორგანიზებით ტარდება ნახატების კონკურსი, რომლის ძირითადი თემა იქნება:
“გაზაფხულის სიზმარი”
![]()
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები, რომლებიც ასახავს გაზაფხულის განწყობას, ფერებს, ბუნების გაღვიძებასა და იმ ემოციებს, რაც ამ სეზონს თან ახლავს.
ყველა ნამუშევარი გამოიფინება სპეციალურ სივრცეში, სადაც ჟიური შეაფასებს მონაწილეთა ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს.
პრიზები:
ადგილი-300 ლარი
ადგილი-200 ლარი
ადგილი-100 ლარი
![]()
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე 14 აპრილამდე .თითოეულმა მონაწილემ დოკუმენტები- სტუდენტის აქტიური სტატუსის ცნობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი უნდა წარადგინოს II კორპუსის 237 ოთახში 11 სთ-დან 18:00 სთ-მდე ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: ![]()
Self-governance.sps@tsu.ge
https://docs.google.com/.../1FAIpQLSdB.../viewform...
არ გაუშვა შანსი გადმოსცე შენი ხედვა, ემოცია და შენი “გაზაფხულის სიზმარი”
გისურვებთ წარმატებებს!![]()
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.