თუ გსურთ დაეუფლოთ სურათის აგების პრინციპებს და ისწავლოთ ვიზუალური იერარქიის შექმნა, შემოგვიერთდით! კურსის ფარგლებში შეძლებთ კომპოზიციის დაგეგმვას ესკიზიდან დასრულებულ ნამუშევრამდე. თქვენ ისწავლით ფორმისა და ფერის სიბრტყეზე გამოყენებას სივრცისა და დინამიკის შესაქმნელად.
კურსის ბოლოს თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ჟანრისა თუ აბსტრაქტული იდეის დამოუკიდებლად შექმნას.
კურსს ხელმძღვანელობს ვახტანგ მუსხელიშვილი — ფერმწერი და გრაფიკოსი. მისი მხატვრობა გამოირჩევა ტექნიკური შესრულების მაღალი ხარისხით. ვახტანგის სიუჟეტებში ხშირად შეხვდებით ხელოვნების ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაციას.
სილაბუსი:
https://docs.google.com/document/d/1hD3mCONkxWgOockIlb-0D7a8OHRuIuoQ/edit?rtpof=true
2 მაისი
📌 6 კვირა (12 გაკვეთილი)
📌 კვირაში 2 ჯერ - შაბათი და კვირა
📌 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 3 საათი – 13:30 - 16:30
📌 ასაკი: 14+
📌 ფასი: 1000 ლარი
📌 ადგილების რაოდენობა: 10