21 აგვისტოს - ბერლინში მოღვაწე დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, ლეიბლის Second Sight დამფუძნებებელი – Pablo Bozzi - Mono Hall ბათუმში, დაუკრავს. მას ქართველი ტექნო არტისტები, Lilith. B2B Objector Trax და Le Violet უმასპინძლებენ.
Pablo Bozzi – ბერლინში მცხოვრები, ტულუზში დაბადებული პროდიუსერი და დიჯეი – რიტმული ვიბრაციების საიდუმლოს სრულად ფლობს. მისი სეტები, რომლებიც 90-იანი წლების ჰაუსის შთაგონებით არის აღსავსე, თანამედროვე ჟღერადობას ერწყმის და ცოცხალი ენერგიის ტალღას ქმნის, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა საცეკვაო მოედანზე. Bozzi-ის დინამიური პერფორმანსი, ტრეკების თანმიმდევრული განვითარებით, საბოლოოდ ვულკანურ აფეთქებად იქცევა.
პროგრესივით და ტრანსით შთაგონებული Bozzi-ის პროდაქშენი, ჰიბრიდული საცეკვაო ჟანრების ძიებაზეა დაფუძნებული. ეს აშკარად იგრძნობა მის უახლეს რელიზში – EP Phantasy, რომელიც ლეიბლ Dischi Autunno-ზე გამოვიდა. ტრეკები ეისიდის ჟღერადობით, მკვრივი ბასითა და მელანქოლიური სინთეზატორების ტონალობით გამოირჩევა – ეს არის ჟღერადობა, რომელიც ერთდროულად ადვილად ამოცნობადიცაა და უნიკალურად Bozzi-ის სტილს ეკუთვნის. მისი ედიტები ევროდენს ჰიტებზე – Atmos-ის „Let Love Shine“ და J.K.-ის „You Make Me Feel Good“ – ახალი ენერგიით ავსებს მსმენელს და თანამედროვე კონტექსტში აწვდის მას. ასევე, მისი რემიქსები 80-იანი წლების ფრანგული ჰიტის – Jeanne Mas-ის „Toute Première Fois“-ისა და Herr Krank და Deborah Aime La Bagarre-ის „Only Friends“-ის, Bozzi-ის ემოციური დიაპაზონის სიუხვითა და მუსიკალურ მოქნილობით გამოირჩევა.
Soft Crash – Bozzi-ის და Phase Fatale-ის ერთობლივი პროექტი – ცეკვის მუსიკის უფრო ბნელ და ინტიმურ კუთხეებში იძირება. მათი უახლესი EP NRG, რომელიც ლეიბლ Bite Records-ზე გამოვიდა, 90-იანი წლების ეიფორიის მიმართ ნოსტალგიას, ბურუსით მოცული, იდუმალი ატმოსფეროთი იწვევს,. მას შემდეგ, რაც 2023 წელს Bozzi-იმ საკუთარი ლეიბლი Second Sight დააარსა, ამ პლატფორმამ მიზნად ისეთი ციფრული პლატფორმის შექმნა დაისახა, რომელიც თითოეული არტისტის უნიკალურ და ესთეტიკურ ხედვას ასახავს. საცეკვაო, მაგრამ საზღვრების გარეშე – ლეიბლის ექვსი რელიზი მრავალფეროვნების პრიზმაში ასახავს Bozzi-ის მუსიკალურ გემოვნებას.
მას შემდეგ, რაც Pablo Bozzi-ს 2023 წლის Boiler Room-ის სეტი თბილისის კლუბ ხიდში მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა, Bozzi-იმ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სცენა დაიპყრო წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე, მათ შორის: Glitch Festival, Panorama Bar/Berghain, Live From Earth, Nuits Sonores Blitz და Wire Festival. ნათელია – საცეკვაო მოედნებზე დინამიკური ენერგიის შენარჩუნების უნარითა და სხვადასხვა აუდიტორიისადმი სწრაფი ადაპტაციის ძალით, Pablo Bozzi-მ მოახერხა ფართო აუდიტორიის მოხიბვლა და მისი მომაჯადოებელი მიზიდულობა გლობალურ კულტურულ ფენომენად აქცია.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+