ოქსიგენი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ოქსიგენი

ოქსიგენი

ოქსიგენი
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

15.06.2026
ორშაბათი
20:00
10

აღწერა

 

სპექტაკლი ვირტუალურ სივრცეში ჩაკეტილ ადამიანებზეა. სიმართლის პოვნა რთულია, როცა გრძნობებს მხოლოდ ციფრულ სივრცეში განიცდი.

 

📱 ძნელია იგრძნო სითბო, რომელიც მხოლოდ სტატისტიკაა.

 

✧ რთულია იგრძნო ბედნიერება, როცა ის ხელოვნურია.

 

☀️ ნამდვილი მხოლოდ ახალი დღეა, რომელიც არასდროს განმეორდება.

 

💡 წარმოდგენაში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და მულტიმედია.

 

ფოტო და ვიდეო

ოქსიგენი

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება