სპექტაკლი ვირტუალურ სივრცეში ჩაკეტილ ადამიანებზეა. სიმართლის პოვნა რთულია, როცა გრძნობებს მხოლოდ ციფრულ სივრცეში განიცდი. ძნელია იგრძნო სითბო, რომელიც მხოლოდ სტატისტიკაა. რთულია იგრძნო ბედნიერება, როცა ის ხელოვნურია. ნამდვილი მხოლოდ ახალი დღეა, რომელიც არასდროს განმეორდება.
სპექტაკლში ერთი მსახიობი მონაწილეობს — ანა თალაკვაძე. ეს სხეულის ენით მოყოლილი ამბავია. წარმოდგენაში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და მულტიმედია.
ქრონომეტრაჟი: 40 წუთი.
სპექტაკლი ფორმის თვალსაზრისით საინტერესოა როგორც ქართველი, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის.
ასაკობრივი შეზღუდვა 16+
ბილეთის ფასი: 30 ლარი.