OXIA – Tropicos Batumi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
OXIA – Tropicos Batumi

OXIA – Tropicos Batumi

OXIA – Tropicos Batumi
ძველი ბულვარი, ნინოსშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან60
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

2 ივლისს - Tropicos ბათუმში, ელექტრონული მუსიკის ფრანგი ლეგენდა - OXIA დაუკრავს.



ოქსია (OXIA) ოც წელზე მეტია, რაც ელექტრონული მუსიკის ლანდშაფტს აყალიბებს და საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ დიჯეად და პროდიუსერად ითვლება. მის დისკოგრაფიაში შედის რელიზები ისეთ წამყვან ლეიბლებზე, როგორებიცაა: Knee Deep In Sound, All Day I Dream, Hot Creations, Sapiens, Bedrock, Warung, ასევე მის საკუთარ ლეიბლზე – Diversions Music.

 

როგორც მოთხოვნადი რემიქსერი, ოქსიამ თავისი ხელწერა დაამჩნია საკლუბო მუსიკის ისეთი აღიარებული არტისტების ტრეკებს, როგორებიც არიან: მობი (Moby), აგორია (Agoria), ჯოზეფ კაპრიატი (Joseph Capriati), ჯონ დიგვიდი (John Digweed), Butch და Popof. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა თავის ძველ მეგობრებთან, მათ შორის მის კიტინთან (Miss Kittin), აგორიასთან და ნიკოლა მასეეფთან (Nicolas Masseyeff), რომელთან ერთადაც 2016 წელს დააარსა ლეიბლი Diversions Music.

 

მისი საკულტო ტრეკი „Domino“, რომელიც თავდაპირველად 2006 წელს ლეიბლ Kompakt-ზე გამოიცა, 2017 წელს Sapiens-ზე ახალი რემიქსების პაკეტით ხელახლა გამოიცა და მას შემდეგ 150 მილიონზე მეტი სტრიმი აქვს დაგროვებული. ორი წლის შემდეგ, მისმა CERCLE-ის ლაივ სტრიმმა რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სტატუსს, როგორც ელექტრონული მუსიკის გლობალურ ძალას. კამერული კლუბებიდან დაწყებული მასშტაბური ფესტივალებით დამთავრებული, ოქსია კვლავ განაგრძობს საცეკვაო მოედნების მართვას თავისი გამორჩეული ჟღერადობით.

 

მისი სტუდიური მოღვაწეობის ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებია: 2024 წლის რემიქსი დორიან კრაფტის (Dorian Craft) ტრეკზე „Kilamba“, Runway EP ლეიბლ Diversions Music-ზე, რემიქსი Teho-სთვის და „Vertige“ – კოლაბორაცია ძველ მეგობარ Kiko-სთან, რომელიც Kiko-ს ალბომშია შესული.



♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

ფოტო და ვიდეო

OXIA – Tropicos Batumi

ადგილი

MONO HALL Batumi

მულტიფუნქციური სივრცე ბათუმში. MONO HALL-ის ფილიალი თბილისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება