¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U - KHIDI თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U - KHIDI

¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U - KHIDI

¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U - KHIDI
Vakhushti Bagrationi Bridge, Right Embankment, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან70
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.10.2025
პარასკევი
23:00
70

აღწერა

REDIUM-ის ორგანიზებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი - ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U დაუკრავს.

 

სიტყვა „მრავალფეროვნება“ არც კი უახლოვდება იმის აღწერას, თუ რატომ მიიჩნევა თავმდაბალი იაპონელი დიჯეი ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ. წარმოშობით ოსაკადან და ამჟამად ტოკიოში დაფუძნებული არტისტი, მისი წარმოუდგენელი ოსტატობისა და ყველაზე საინტერესო სელექციის წყალობით, უზრუნველყოფს შთამაგონებელ და უწყვეტ კავშირებს აუდიტორიასთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. DJ Nobu-ს FUTURE TERROR ღონისძიებაზე სადებიუტო პერფორმანსის შემდეგ, ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U რეგულალურად მონაწილეობს, ევროპის ყველაზე ფართო მასშტაბიან ფესტივალებსა თუ საკლუბო ღონისძიებებზე, როგორიც არის: Berghain და სხვები. 

 

თუმცა ამ ყველაფრისა, ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U-ს კარიერის მიღმა, გამაოგნებელი ისტორია დგას, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. არტისტი წლების მანძილზე მშენებლობაზე მუშაობდა და კავშირიც კი არ ჰქონია დიჯეინგთან, როცა მას თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. რა დროსაც ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U-მ დატოვა არსებული სამსახური და ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას დაუკავშირა თავისი ცხოვრება. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარ თავზე მუშაობისა და მუსიკის უსაზღვრო სიყვარულის წყალობით, ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U-მ სიმსივნე დაამარცხა და თავისი მომაჯადოვებელი პერფორმანსით ანებივრებს მსმენელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

2022 წელს, ბერლინის Hör-ში ჩაწერილმა მისმა სეტმა, 10 თვეზე ნაკლებ დროში, 2 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო 2025 წლის Boiler Room-ის ჩანაწერი, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, 10 დღეში 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი. ასე რომ გაგონილს ნანახი ჯობიაო და ეს სწორედ ის შემთხვევააა, რომ საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და მოისმინოთ ¥ØU$UK€  ¥UK1MAT$U-ს გიჟური პერფორმანსი.

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 

KHIDI:  ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U | Lilith. | Objector  trax | BREATHDUB

 

G2: Ottoman Gruw | Hecate Legacy | Nitsa

ფოტო და ვიდეო

¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U - KHIDI

ადგილი