სამეფო უბნის თეატრის მეოცე სეზონი თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლით გაიხსნება. ახალგაზრდა მსახიობების ანსამბლი - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები - ტადეუშ სლობოდზიანეკის მომნუსხველ,სასტიკ დრამას წარმოგვიდგენს. აღიარებული პოლონური პიესის პირველი ქართული დრამა, ებრაელთა ტრაგიკული ბედის შესახებ მოგვითხრობს: ყველაფერი 1930-იან წლებში იწყება. სკოლის მოსწავლეების მშვიდობიან თანაცხოვრებას ანტისემიტური ცრურწმენების შემოჭრა მოსპობს - დანაშაულისა და შურისძიების მანკიერ წრეს დასასრული არ უჩანს, კოლექტიური ბრალდება, უსარგებლო სიმართლე და ისტორია,რომელსაც ვერ განსჯი,ვერ შეცვლი,უკან ვერ წაიღებ. დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება +14