მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო!
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 25 და 26 აპრილს ჩატარდება სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
ორი დღის განმავლობაში მრავალი საინტერესო თემა იქნება განხილული. მომხსენებლებს და დამსწრეებს მიენიჭებათ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები.
კონფერენცია ჩატარდება სასტუმრო პულმანში 10:00 დან 17:00 საათამდე.
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა შეადგენს :
ექიმებისთვის 200₾
რეზიდენტებისთვის 100 ლარს.
კონფერენციის ფორმატი სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც შესაბამისად ასოციაციის გაძლიერებას განაპირობებს.
ვიმედოვნებთ მხარს აგვიბამთ ამ წამოწყებაში და ბევრ თგვენგანს გაუჩნდება სურვილი შევხვდეთ ერთმანეთს სასიამოვნი გარემოში.
მონაწილეობის დასადასტურებლად მოგვწერეთ მეილზე.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე ან ტელეფონზე 599548442.
ანგარიშის ნომერს შეგატყობინებთ მოგვიანებით.
პატივისცემით, კონფერენციის საორგანიიზაციო კომიტეტი.