ოტელო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

ოტელო

რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანიამხატვარი — პეტრე ოცხელირეჟისორის თანაშემწე — ხათუნა საძაგლიშვილიმუსიკალური გაფორმება — ზურაბ გაგლოშვილიქორეოგრაფი და ინსცენირების ავტორი — გია მარღანიათოჯინების ავტორი და მხატვარ - შემსრულებელი — ვახტანგ ქორიძემონაწილეობენ: ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, ვანო დუგლაძე, რატი გოგუაძე, ნიკო ნანიტაშვილი, გია მარღანია, შალვა ანთელავა, დევი რეხვიაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ჯიქურიძე.
ოტელო
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

დიდი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით იდგმება თოჯინური სპექტაკლი "ოტელო", ზუსტად იმ ესკიზების შესაბამისად, რომელიც გამოყენებული ჰქონდა კოტე მარჯანიშვილს მისთვის უკანასკნელ წარმოდგენაში "ოტელო". მხატვარი პეტრე ოცხელი გახლდათ, რომლის დაბადებიდან წელს 115 წელი შესრულდა.

სპექტაკლი გაიმართება 21 დეკემბერს, 19:00 საათზე
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება