ცნობილი ქართველი კომპოზიტორის
ოთარ ტატიშვილის
საიუბილეო შემოქმედებით საღამო
თბილისის ოპერის თეატრში
ხელოვანის მიერ შექმნილი, ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკის მდიდარი მემკვიდრეობიდან მოისმენთ მსხვილი ფორმის მასშტაბურ, სიმფონიურ ქმნილებებს, საერთაშორისო მნიშვნელობის სოლისტების მონაწილეობით.
პროგრამაშია:
სავიოლინო კონცერტი, konzertstuck “DEJA VU”, ჩელოს კონცერტი და N 1 სიმფონია.
პირველად საქართველოს ეწვევიან: ჩელისტი გერმანიიდან - ალექსანდრ პირიევი, მევიოლინე ყაზახეთიდან -აიდა აიუპოვა. მონაწილეობენ, აგრეთვე, სახელოვანი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი, ოპერის ორკესტრი მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით.
მრავალმხრივი შესაძლებლობების მუსიკოსის შემოქმედებაში სიმფონიური მუსიკის ჟანრი დომინანტური მნიშვნელობისაა, ფილოსოფიური შინაარსის შექმნის უნარის წარმოჩენის თვალსაზრისით, რადგან სწორედ ამ რთულ და მასშტაბურ სამუსიკო გარემოში ხდება კომპოზიტორის მხატვრული ენერგიის აკუმულირება. ამიტომ, ეს საღამო გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, ახლოს გაეცნოთ თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, შემოქმედის ძალიან საინტერესო, მდიდარ და მიმზიდველ მრავალფეროვან სამყაროს.
