ოთარ მაღრაძე — გამორჩეული ქართველი პიანისტი და ჯაზმენი. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში იგი მონაწილეობდა საერთაშორისო ჯაზფესტივალებში და თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის ჩაკა ხანთან, როლანდ ჰანასთან, ჟან-ლუკ პონტისთან, ბენი გოლსონთან და უილიამ ლეკომტთან.