Oscar and the Wolf თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

Oscar and the Wolf

პროექტი 2012 წელს დაიწყო და იმდენად სწრაფად განვითარდა და მოიპოვა საყოველთაო ყურადღება, რომ 2014 წელს, სადებიუტო ალბომის გაყიდვებმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტულიც მიიღო. აქედან გამომდინარე, Oscar and the Wolf-მა უდიდეს პოპულარობას ძალიან მოკლე დროში მიაღწია ხოლო მისმა შემქმნელმა Max Colombie-მ, სუპერ ვარსკვლავის სტატუსიც მალევე დაიმსახურა. ესეთი მზარდი პოპულარობა Oscar and the Wolf-ს მნიშვნელოვნად დაეხმარა იმაში, რომ მან ანშლაგით ჩაატარა უამრავი კონცერტი, ბელგიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის ყველაზე დიდ მუსიკალურ სცენებზე და ასევე ჰედლაინერად მოევლინა მსმენელს, ისეთი მსოფლიო დონის მუსიკოსების გვერდით, როგორიც არის: Muse, Rihanna, LCD Soundsystem, Arctic Monkeys და Bruno Mars; პროექტს მრავალრიცხოვანი მსმენელი ჰყავს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
Oscar and the Wolf
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
advertising

აღწერა

6 ოქტომბერს - თბილისში - Mono Hall-ში - სუპერ პოპულარული მუსიკალური პროექტი - Oscar and the Wolf წარსდგება მსმენელის წინაშე.

Oscar and the Wolf - Max Colombie-ს პროექტია, რომელიც იდეალურად გამოხატავს, თანამედროვე R&B-სა და ევროპული ელექტრო-პოპ ჟღერადობების სინთეზს. ისეთი უკომპრომისო ვოკალით რომელიც Max Colombie-ს გააჩნია და იმ გარემოში სადაც სასიამოვნო R&B და ინდი ელექტრო იყრის თავს, შეუძლებელია Oscar and the Wolf-მა პირველივე მოსმენისას დიდი შთაბეჭდილებები არ დაგიტოვოს.

21:00 - კონცერტის დაწყება

21:30 - 00:30 - Tato Rusia

00:30 - 02:00 - Oscar and the Wolf

ადგილი

მონოჰოლი
მონოჰოლი
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება