ორნელა მუტის ბენეფისი | საქველმოქმედო საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ორნელა მუტის ბენეფისი | საქველმოქმედო საღამო

ორნელა მუტის ბენეფისი | საქველმოქმედო საღამო

ორნელა მუტის ბენეფისი | საქველმოქმედო საღამო
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან80
ინგლისური, ქართული

განრიგი

16.05.2026
შაბათი
19:00
80 ₾ - 150
80 ₾ - 150
ვრცლად

აღწერა

თბილისში გაიმართება ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის ორნელა მუტის ბენეფისი — განსაკუთრებული კულტურული და საქველმოქმედო საღამო, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ხელოვნებასა და მნიშვნელოვან სოციალურ მისიას.


ღონისძიება ეძღვნება ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს საზოგადოების გაერთიანებას აღნიშნული პრობლემის მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის მიზნით.


საღამოს პროგრამა:
 

საღამოს წაიყვანს: ნიკოლოზ წულუკიძე
 

🎶 მუსიკალური გაფორმება:

- ანსამბლი „ერისიონი“ 

- გიგი პიანომენი 

- „ალეგრო“ 

- ლუკა ჭანიშვილი & ელენე დავითაია 

- კონსტანტინე ვარდელის სახელობის კვარტეტი


ორგანიზატორის შესახებ

ღონისძიება ტარდება ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, რომელიც უკვე 13 წელია უწყვეტად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს საქართველოში.


ფონდი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდასაჭერად რეგულარულად მასპინძლობს იტალიელი კინოს, თეატრისა და ესტრადის ცნობილ არტისტებს და ახორციელებს კულტურულ-სოციალურ ინიციატივებს.


პარტნიორები და მხარდამჭერები

ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი,

ქალაქ თბილისის მერია,

იტალიის საელჩო საქართველოში,

Silknet,

ANOUKI BEAUTY,

სასტუმრო „ტელეგრაფი“,

ტელეკომპანია „იმედი“.


🎟️ არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა, დაესწროთ მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ბენეფისს და ამავდროულად გახდეთ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივის მხარდამჭერი.

ფოტო და ვიდეო

ორნელა მუტის ბენეფისი | საქველმოქმედო საღამო

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება