კვირას, 21 აპრილს, 12:00 საათზე თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი მითოლოგი, კულტურის ანთროპოლოგი, ჰათჰორი (ხათუნა თავდგირიძე) ლუმოსში გეპატიჟებათ ორნამენტთერაპიის - კურნებისა და გამთლიანების მედიტაციის ხუთსაათიან ინტენსივზე.
მანდალებისა და ორნამენტების ქვიშაზე რიტუალური ხატვის ტექნიკას უძველესი მკურნალები და მაგები იყენებდნენ კურნებისა და სასიცოცხლო ენერგიის განახლების, დაბალანსებისა და გარესამყაროსთან გამთლიანების მიზნით.
ჰათჰორი (ხათუნა თავდგირიძე) თქვენთვის გააცოცხლებს კურნებისა და გამთლიანების უძველეს მითორიტუალურ მისტერიას და არქაული კონცეფციით შექმნილი გასაფერადებელი წიგნის, ორნამენტთერაპიის გამოყენებით გადაგიყვანთ სამყაროს კოსმიური მოდელის განლაგებაში.
თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა თანამედროვე გრაფიკოს-დიზაინერის, ნინო ქასოშვილის მიერ შექმნილი გასაფერადებელი წიგნი, ,,ორნამენტთერაპია", რომელზეც ჯგუფურ რიტუალურ მუშაობას დავიწყებთ ვორქშოფზე და გავაგრძელებთ დამოუკიდებლად.