აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტ ნინო ოხანაშვილთან.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ ქმნის ორგანიზაციული კულტურა ფსიქოლოგიურ კლიმატს, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომელთა მოტივაციას, ჩართულობას და საერთო პროდუქტიულობას. დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ლიდერებმა და HR სპეციალისტებმა მიზანმიმართულად ჩამოაყალიბონ ისეთი კულტურა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ეფექტიანობასა და ადამიანურ კეთილდღეობას შორის, სადაც სტრესულის ნაცვლად, შთამაგონებელი ხდება გარემო.
დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
