საორღანო მუსიკის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საორღანო მუსიკის კონცერტი

საორღანო მუსიკის კონცერტი

საორღანო მუსიკის კონცერტი
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.05.2026
კვირა
20:00
15 ₾ - 50
15 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

საორღანო მუსიკის დიდებული საღამო: მსოფლიო დონის ვირტუოზი რომან პერუცკი თბილისში!


31 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უნიკალურ მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. თქვენ გელით შეხვედრა თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ორღანისტთან — რომან პერუცკისთან.


შემსრულებლის შესახებ:

რომან პერუცკი გდანსკის მუსიკალური აკადემიის პროფესორი, ოლივას საკათედრო ტაძრის მთავარი ორღანისტი და პოლონეთის ბალტიის ფილარმონიის დირექტორია. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში 2700-ზე მეტი კონცერტია მსოფლიოს წამყვან სცენებზე. მაესტრო გახლავთ ვატიკანის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.


საკონცერტო პროგრამა:

საღამო დაეთმობა როგორც ბაროკოსა და რომანტიზმის ეპოქის შედევრებს, ისე პოლონური საორღანო სკოლის იშვიათ ნიმუშებს:


I ნაწილი:

იოჰან სებასტიან ბახი – პრელუდია და ფუგა

ფელიქს მენდელსონი – სონატა №1


II ნაწილი:

ფელიქს ბოროვსკი, მიჩისლავ სუჟინსკი, იულიუშ ლუციუკი.

აღმოაჩინეთ „საკრავების დედოფლის“ მომაჯადოებელი ჟღერადობა და შეხვდით არტისტს, რომელიც მუსიკის მეშვეობით სრულიად განსხვავებულ ემოციურ სამყაროს ქმნის.


არ გამოტოვოთ ეს გამორჩეული საღამო!
 

დაწყება: 20:00 საათი

კარი გაიღება: 19:30 დან


პროექტის მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

სსიპ "შემოქმედებითი საქართველო"

ფოტო და ვიდეო

საორღანო მუსიკის კონცერტი

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება