მენიუ
7 ოქტომბერს,31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ოპერის ვარსკვლავები-იანო ალიბეგაშვილი,ქეთევან ქემოკლიძე,გიორგი ონიანი, რამაზ ჩიკვილაძე,ახალგაზრდა ქართველ ვოკალისტებთან-გიორგი ჭელიძესთან,ლევან ტაბატაძესთან და ალექსანდრე
თიბელიშვილთან ერთად წარმოადგენენ ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ საკონცერტო შესრულებას დავით საყვარელიძის რეჟისურითა და ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.