2025 წლის 14 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ 33-ე სეზონს გახსნის. მსმენელის წინაშე წარდგებიან სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-3 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და სიმფონია N7.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება