Open Yard Fest თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Open Yard Fest
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

OPEN YARD
19 ოქტომბერი | 12:00–00:00
ათონელის ქუჩის ეზო (19–23)

ამ კვირას გიწვევთ ქალაქის ფესტივალზე OPEN YARD — ათონელის ქუჩის ეზოში!

მთელი დღის განმავლობაში გელოდებათ მუსიკა, რეზიდენტების სპეციალური შეთავაზებები, მარკეტი, სასმელები, დიჯეები, ლექციები, საინტერესო აქტივობები, პერფორმანსები, კრეატიული სივრცეები და ეკო-შეგროვება.

რეზიდენტები:
BNKR Specialty Roasters
Patara Bari
Secret Place
Karada Bar

მოდით თავად, მოიწვიეთ მეგობრები
და გაიცანით ახალი ადამიანები!

გავატაროთ დღე ეზოში — მეზობლურად, თავისუფლად და მხიარულად!

შესვლა თავისუფალია!
ჩაიცვით ამინდის შესაბამისად.

ორგანიზატორები: RaihoProduction და Music.live

ფოტო და ვიდეო

Open Yard Fest

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება