ორშაბათს ვუყურებთ ლეგენდარულ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ბოევიკს ლიუკ ბესონისგან.
ყოველ ხუთი ათასი წლის შემდეგ იხსნება კარები განზომილებებს შორის და ბნელი ძალები ცდილობენ დაარღვიონ არსებული ჰარმონია. XXIII საუკუნეა. ნიუ-იორკელი ტაქსის მძღოლი კორბენ დალასი ცდილობდა მშვიდად დაესრულებინა სამუშაო დღე, როცა მის მანქანაში პირდაპირ ციდან ჩავარდა უცნაური და მომხიბვლელი გოგონა, რომელიც დახმარებას სთხოვდა. მისი გულწრფელი ცისფერი თვალების ხიბლს ვერ გაუძლო და კორბენი საფრთხეებში გაეხვია...