კვირას გეპატიჟებით დიდებსა და ბავშვებს „ლილო და სტიჩის“ საკულტო ანიმაციის ახალი ეკრანიზაციის ღია ჩვენებაზე!
ექვსი წლის ლილო პელეკაის აღზრდა უფროს დას — ნანის ევალება. ნანი სწავლობს და მუშაობს, ამიტომ ლილო ხშირად მარტო რჩება. მეზობელი ურჩევს თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანოს, რათა მარტოსულობასთან გამკლავება გაუადვილდეს. თუმცა თავშესაფრიდან ლილო პატარა უცხოპლანეტელს ირჩევს.
ახალ მეგობარს სტიჩს არქმევს — მაგრამ მის პლანეტაზე მას ექსპერიმენტი 626 ჰქვია. ის გალაქტიკის პოლიციისგან დამალულია და გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგია — მიდრეკილი განადგურებისკენ, სისწრაფით სწავლობს და თითქმის დაუმარცხებელია…