ONO at Hills, Horizon-თან კოლაბორაციით, დაუვიწყარ Party Nights-ზე გიწვევთ.
4Rain - ფრანგი DJ და პროდიუსერი, რომელმაც განსაკუთრებული მუსიკალური ხელწერა შექმნა დახვეწილი პოპ-ელექტრონული შეგრძნებითა და უნიკალური კლუბური ხმით.
2024 წელს ის დასახელდა საუკეთესო საერთაშორისო Afro House DJ პროდიუსერად Culture Dance Awards-ის ცერემონიალზე, კოლუმბიაში.
4Rain-ის მსმენელთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება:
სხვადასხვა პლატფორმაზე მას უკვე აქვს 20 მილიონზე მეტი სტრიმი;
3 მილიონი YouTube ნახვა;
1 მილიონზე მეტი Shazam მისი დისკოგრაფიიდან.
2024 წლის აპრილში, მისი ტრეკი “Nova” (Aaron Sevilla-სთან ერთად) Beatport-ის ჩარტებში პირველ ადგილზე ავიდა, ხოლო "Cabo Verde”, EP-და Polyrythm-თან ერთად, ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიოს მასშტაბით DJ-ების ფლეილისტებში მოხვდა.
