ტაეკო იხსენებს დროს, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყო და შორეულ 1966 წელს სკოლაში სწავლობდა. ის საკუთარ მოგონებებს ალაგებს და ცდილობს, მომავალთან დაკავშირებული რთული გადაწყვეტილება მიიღოს.
დაკვირვებული, საოცრად დახატული და უმცირეს დეტალებამდე დამუშავებული სტუდია „გიბლის“ ანიმაცია გოგონას ზრდისა და მოზარდობის სირთულეებზე, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმავე თემაზე ტაკაჰატას ცნობილი კოლეგის — ჰაიაო მიაძაკის — ნამუშევრებისგან.
გამოსვლის დროს ეს ფილმი იაპონური ანიმაციის ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევად ითვლებოდა, რადგან პერსონაჟების სახის მოძრაობები საუბრისა თუ ღიმილის დროს იმ წლებისთვის არნახული რეალიზმით იყო გადმოცემული.