Only Lovers Left Alive თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Only Lovers Left Alive
ინგლისური, რუსული

აღწერა

ადამი და ევა (Tom Hiddleston და Tilda Swinton) — მუსიკისა და ლიტერატურის დახვეწილი მცოდნეები, შეყვარებულები და მრავალსაუკუნოვანი ვამპირები არიან. ისინი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ — წინ ხომ მთელი მარადიულობა ელით ერთად. მთავარია, დროულად იშოვონ ცოტაოდენი ახალი სისხლი. თუმცა მარადიულობაც შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს — ადამი განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა, თავის ფირფიტებთან, გიტარებთან და აღმოსავლურ ხალიჩებთან ერთად, ჩუმად სძულს თანამედროვე „ზომბები“. მისი დეპრესიისგან გადასარჩენად, საყვარელი ქალი ადამთან ჩადის.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი მუსიკოსია და მთელი ფილმი ჰიპნოზურ საუნდტრეკზეა „აგებული“, ეს არ არის ფილმი მუსიკაზე — ეს ფილმი თავად არის მუსიკა. სქელი, როგორც გაყინული სისხლი ჩხირზე, რომელსაც გმირები მიირთმევენ; მელანქოლიური და ნელი. როგორი სიუჟეტიც არ უნდა ჰქონდეს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას არსებებისთვის, რომლებიც საუკუნეებით ცხოვრობენ?

Only Lovers Left Alive რეჟისორ Jim Jarmusch-ის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული და ჰიპნოზური ფილმია.

ფოტო და ვიდეო

Only Lovers Left Alive

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება