ადამი და ევა (ტომ ჰიდლსტონი და ტილდა სუინტონი) — მუსიკისა და ლიტერატურის დახვეწილი მცოდნეები, შეყვარებულები და მრავალსაუკუნოვანი ვამპირები არიან. ისინი დედამიწის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ — წინ ხომ მთელი მარადისობა აქვთ ერთმანეთთან გასატარებელი. მთავარია, დროულად მოიპოვონ ცოტაოდენი ახალი სისხლი. თუმცა მარადისობაც კი შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს — ადამი განმარტოებით ცხოვრობს, თავის ფირფიტებთან, გიტარებსა და აღმოსავლურ ხალიჩებთან ერთად და ჩუმად ვერ იტანს თანამედროვე „ზომბებს“. საყვარელი ადამიანის დეპრესიისგან გადასარჩენად ევა მასთან ჩადის.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი მუსიკოსია და მთელი ფილმი ჰიპნოზურ საუნდტრეკზეა „ასხმული“, ეს არ არის ფილმი მუსიკის შესახებ — ეს ფილმი თავად არის მუსიკა. სქელი, როგორც გაყინული სისხლი ჩხირზე, რომელსაც გმირები მიირთმევენ, მელანქოლიური და ნელა, მძიმედ მიმდინარე. და საერთოდ, როგორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სიუჟეტს არსებებისთვის, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ?