სპექტაკლი შექმნილია ოტია იოსელიანის პიესის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“-ის მიხედვით. 6 ახალგაზრდა ქალი საახალწლო არდადეგებზე ბაკურიანში დასასვენებლად მიემგზავრება. ყველა სასტუმრო დაკავებულია. იძულებულნი არიან ღამე სოფელ ციხიჯვარში გაათენონ, მათი მასპინძელი ახალგაზრდა მარტოხელა კაცია, რომლიც თავისი გულწრფელობით მოხიბლავს და თითოელ მათგანს თავს შეაყვარებს.
