არტთერაპიის 1-წლიანი სასერტიფიკაციო კურსი ონლაინ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
არტთერაპიის 1-წლიანი სასერტიფიკაციო კურსი ონლაინ

არტთერაპიის 1-წლიანი სასერტიფიკაციო კურსი ონლაინ

არტთერაპიის 1-წლიანი სასერტიფიკაციო კურსი ონლაინ
ქართული

განრიგი

12.10.2026
ორშაბათი
19:00

აღწერა

✅ მათთვის, ვინც საკუთარი თავის, საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების ძიებაშია
✅ ვინც მზად არის საკუთარი თავის ახლებურად დასანახად, საკუთარი შიშების, შეზღუდვების რწმუნებულებების გასააზრებლად - იმისათვის, რომ დასუსრულებელ რესურსებად აქციოს
✅ მათთვის, ვინც საკუთარი გზის ძიებაშია - ურთიერთობებში, პროფესიაში, პიროვნულ განვითარებაში
✅ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ხელოვნებით და შემოქმედებით, როგორც ადამიანის განვითარების, დახმარებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეკოლოგიური შესაძლებლობით - 12 ოქტომბრიდან დიდი არტთერაპიული მოგზაურობა იწყება #ონლაინ - ფსიქოთერაპევტებისთვის, ქოუჩებისთვის, ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, სპეცპედაგოგებისთვის, ლოგოპედებისთვის, HR-თვის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სოციალური პედაგოგებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული და პროფესიული განვითარება

✅ კურსი შესაძლებლობას მოგცემთ, გაერკვეთ თქვენს ემოციებში, ურთიერთობებში, დამოკიდებულებებში, გადაწყვეტილებებში, წარმოდგენებში, სურვილებში, მიზნებში, მოლოდინებში
✅ შეძლებთ, გააკეთოთ სწორი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული არჩევანი, გაიაზროთ თქვენი მარცხისა თუ გამარჯვების სტრატეგიები, გაიხსენოთ, აღმოაჩინოთ, მოიძიოთ საკუთარი რესურსები - უფრო ეფექტური პიროვნული და პროფესიული საქმიანობისთვის
✅ კურსზე მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული, ეფექტური, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში

✅ კურსი საშუალებას მოგცემთ, დაეხმაროთ სხვებსაც, თუ ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა თქვენი პროფესიაა - უკვე კურსის მსვლელობისას თქვენ შეძლებთ პროფესიული არტთერაპიული სესიების ჩატარებას
✅კურსის მონაწილეებს ელოდებათ ჯგუფური არტთერაპიის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება და სუპერვიზია.
✅ თუ სპეციალისტი ხართ, ონლაინ სწავლა ნიშნავს, რომ, ყველაფერთან ერთად, იღებთ კლიენტებთან ონლაინ მუშაობის უნიკალურ და ძალიან აქტუალურ გამოცდილებას

რა იქნება კურსზე:
☑️ თანამედროვე სისტემური ოჯახური ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები და არტთერაპიული შესაძლებლობები / პარტნიორთაშორისი და მშობელ-შვილთა ურთიერთობების სირთულეების დიაგნოსტიკა და არტკორექცია
☑️ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა და კორექცია
☑️ ემოციური პრობლემების, კონფლიქტების, ფსიქოსომატურ დაავადებების, ნევროზების, დეპრესიების, ბავშვთა და მოზრდილთა კრიზისული მდგომარეობების კომპლექსური მართვის არტთერაპიული და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიული ალგორითმები
☑️ არტთერაპია განათლების სისტემაში და სოციალურ სფეროში (შშმ პირები, ხანდაზმულები)
☑️ ფსიქოლოგიური კონსულტირების ძირითადი პრინციპები და მიდგომები, კონსულტირების პროცესის მართვა, დაკვეთის გამორკვევიდან პროცესის დასრულებამდე - ყველაზე ეფექტური, უნივერსალური, ეკოლოგიური არტთერაპიული და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიული მიდგომებით
☑️ ორგანიზაციული მენეჯმენტი და არტთერაპიულ ინსტრუმენტები კომპანიის/ორგანიზაციის ეფექტური მართვისთვის

✅ კურსზე გამოყენებული იქნება უამრავი ტრადიციული და ინოვაციური არტთერაპიულ მიდგომა და მიმართულება:
ხატვითი თერაპია, ძერწვითი თერაპია (თიხა, პლასტელინი, ფოლგა), ფოტო- და კინოთერაპია, ქსოვილოვანი და მუსიკალური თერაპია, მანდალათერაპია და ბიბლიოთერაპია, მარტყლით და ცვილით თერაპია, იკიგაი არტი და არტკომიქსები, ზღაპართერაპია, მეტაფორული ბარათები, ინტერმოდალური და ლანდშაფტური არტთერაპია, წერითი პრაქტიკები და კოლაჟირება, არტქოუჩინგი, ქვიშათერაპია

ასევე:
🎁 ბონუსი I - დამატებითი მოდული "თვითპრეზენტაცია და პროფესიული პოზიციონირება სოციალურ ქსელებში" (3 სთ)
🎁 ბონუსი II - 1 სესია ტრენერთან (ნებისმიერ თემაზე)

✅ კურსი იმართება ონლაინ, რაც ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს წვდომა ინტერნეტთან
✅ შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, 19.00 – 22.00, ZOOM-პლატფორმაზე.
✅ კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ წვდომა ონლაინ შეხვედრების ჩანაწერებთან

✅ სრული კურსის და სერტიფიცირების გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი

✅ ტრენერი - ეთერ ფილიპოვიჩი, ფსიქოთერაპევტი (ინტეგრირებული მიდგომა), მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, არტთერაპიის სასწავლო კურსების წამყვანი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი, ქართული მეტაფორული ბარათების კრებულების ავტორი

✅ სრული კურსის ხანგრძლივობა - 10 თვე/160 საათი

✅ კურსის 1 თვის ( 4 შეხვედრა ონლაინ, 16 აკადემიური საათი) ღირებულებაა 200 ლარი
✅ 3 აგვისტომდე, მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას, კურსის 1 თვის ფასი იქნება 170 ლ თითოეულისთვის
✅ გადახდა ხდება ნაწილებად, თვეში ერთხელ, შესაბამისი თვის (მოდულის) დაწყებამდე
✅ შესაძლებელია კურსის საფასურის გადახდა ორგანიზაციის მეშვეობით (ინვოისით)

🎯 კურსზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ მესიჯი "მსურს ვიყო წარმატებული არტთერაპიასთან ერთად“ მეილზე: artcourse.info@gmail.com
კონტაქტი: +995 599 471 477

ფოტო და ვიდეო

არტთერაპიის 1-წლიანი სასერტიფიკაციო კურსი ონლაინ

ადგილი