1 დღიანი ტური ჯავახეთის გაყინულ ტბებზე Phenomenal Tours , სადაც ულმაზესი სანახაობა და ახალი გამოცდილება გელოდებათ.
ტაბაწყურის ტბა არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. ტბა უნიკალურია თავისი მდებარეობით და წყლის სიუხვით.
ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე განლაგებული სოფელი ტაბაწყური (ზღვის დონიდან 2000მ), ლურჯი ტბა, გაშლილი სივრცეები და მთები ულამაზეს სანახაობას ქმნის. გარდა საოცარი ხედებისა, სოფელში შეგიძლიათ ნახოთ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში, X საუკუნის ტაბაწყურის წითელი ეკლესია.
ტურის აღწერა :
გასვლა რუსთაველიდან ( ველოსიპედის ძეგლი ) 07:00
გაყინული ფარავნის ტბა
ფოკის მამათა მონასტერი
საღამოს ტბა
სოფელი ტაბაწყური
X საუკუნის ტაბაწყურის წითელი ეკლესი
ტაბაწყურის ტბა
სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ადგლობრივ თეზს ( გააჩნია მსურვლების რაოდენობას )
შეგიძლიათ ისრიალოთ ბურანებით გაყინულ ტბაზე და მიიღოთ ექსტრემალური გამოცდილება
ტურის საფასური :
60 ლარი მიკროავტობუსით.
90 ლარი დელიკით ( მაღალი გამავლობის 7 კაციანი ჯიპით)
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი)
გამოცდილი გამყოლი;
აუცილებელი რეკომენდაციები :
ჩაცმულობა : ვიცვამთ კომფორტულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს : ზამთრის და სიცივის შესაბამისს.
კვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად( ჩვენს ტურებზე ერთად პიკნიკს და ერთმანეთთან დამეგობრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება,ასე რომ ერთად პიკნიკს მიენიჭება უპირატესობა )
