ერთდღიანი საბავშვო ბანაკი "მასტერკლასების და ჯირითის დღე რანჩოში" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ერთდღიანი საბავშვო ბანაკი

ერთდღიანი საბავშვო ბანაკი "მასტერკლასების და ჯირითის დღე რანჩოში"

ერთდღიანი საბავშვო ბანაკი "მასტერკლასების და ჯირითის დღე რანჩოში"
ქასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერმა
ბილეთის ფასი
დან100 ₾
ქართული

აღწერა

ერთდღიანი საბავშვო ბანაკი "ცხენების დღე რანჩოში"

დინო აკადემია და პალომინო რანჩო გიწვევთ დაუვიწყარ ერთდღიან ბანაკში, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, ეკოლოგიას და ცხენებზე ჯირითის უნიკალურ გამოცდილებას.

მინიმალური ასაკი: 3 წელი (6 წლამდე ბავშვებმა ჯირითი მშობელთან ერთად უნდა გაიარონ უსაფრთხოების მიზნით)

დღის დეტალური პროგრამა:

მისალმება და გაცნობა – შევქმნათ სასიამოვნო გარემო, დავუმეგობრდეთ და განვეწყოთ პოზიტიურად საინტერესო დღისთვის

ცხენის ფორმის ხის სათამაშოს დამზადება – ბავშვები თავად ამზადებენ ხის სათამაშოს და ამავდროულად მონაწილეობენ მარტივ და საინტერესო სემინარში ნარჩენების მართვასა და გადამუშავების მნიშვნელობაზე.

მაკრამეს მასტერკლასი – "ფაფარიანი მეგობარი"

ბავშვები ქმნიან უნიკორნის ან ცხენის ფაფარს მაკრამეს ტექნიკით და ამშვენებენ მას რბილი მასალებითა და ბაფთებით.

ლანჩის დრო – მსუბუქი, გემრიელი წასახემსებელი პაუზა ბუნების წიაღში.

 ფოტოსესია ნამუშევრებით – ფოტოები ინდივიდუალურად და ჯგუფურად ბავშვების მიერ შექმნილი ნივთებით.

 ჯირითი პალომინოს ცხენებთან – უსაფრთხო და მართული ჯირითი მწვრთნელების თანხლებით. ეს არის საბავშვო თავგადასავლების ყველაზე აღტაცებული ნაწილი(8 წლამდე ბავშვებმა ჯირითი მშობელთან ერთად უნდა გაიარონ უსაფრთხოების მიზნით).

საერთო ფოტო და ემოციების გაზიარება – დღის შეჯამება, შთაბეჭდილებების გაზიარება და სამახსოვრო სურათები.
 

რეგისტრაცია გახსნილია 31 ივლისის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია!

დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე -

 +995 555 22 88 92

მოამზადეთ თქვენი პატარა დღისთვის, სადაც ხელოვნება, გარემოს სიყვარული და ცხენებზე ჯირითი უნიკალურ თავგადასავლად გადაიქცევა!

შევხვდეთ პალომინო რანჩოსა და დინო აკადემიის სამყაროში – იქ, სადაც პატარა ხელები ქმნიან დიდ ნამუშევრებს!

ფოტო და ვიდეო

ერთდღიანი საბავშვო ბანაკი

ადგილი