ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი

ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი

ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი
Tbilisi, Georgia
ქართული

აღწერა

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 1 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი უმასპინძლებს ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო შეხვედრას.

➡ღონისძიება ტარდება „ონკონუტრიციის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ:

🔹 „საქართველოს პარენტერული და ენტერული კვების საზოგადოება“ (GESPEN – Georgian Society for Parenteral and Enteral Nutrition)
🔹 „საქართველოს პაციენტთა კავშირი“ (GPU – Georgian Patients' Union)
🔹 ა(ა)იპ „სიმსივნე – ცნობიერების ამაღლება“

📋 შეხვედრის პროგრამა:

🔹„ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი“ 

➡ მომხსენებელი მარი მალაზონია – ექიმი-ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი და საქართველოს პარენტერული და ენტერული კვების საზოგადოების თავმჯდომარე.

➡სადისკუსიო პანელი
🔹მარი მალაზონია – ექიმი-ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი და საქართველოს პარენტერული და ენტერული კვების საზოგადოების თავმჯდომარე
🔹ეკა სანიკიძე – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის სამედიცინო ხელმძღვანელი
🔹ანა ანუაშვილი – ნეფროლოგი, ნუტრიციოლოგი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი და საქართველოს პარენტერული და ენტერული კვების საზოგადოების საბჭოს წევრი
🔹ანა მაზანაშვილი - EUROPA DONNA GEORGIA -ს პრეზიდენტი, ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" დამფუძნებელი.

➡კითხვა-პასუხი 
შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერებს დაუსვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

📍შეხვედრის ადგილი - თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
🕧18 საათი
⭕ადგილები შეზღუდულია

📝 დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები გადადით შემდეგ ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWxpeqPaq-qjKdAgVhnYf4lRxcv5D-T0fe_p7421xBnkSgDw/viewform

ფოტო და ვიდეო

ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება