რომანტიკული ფილმი, რომელმაც ერთდროულად განადიდა როგორც რეჟისორი ჯონ კარნი, ისე მუსიკოსი გლენ ჰანსარდი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, ეს ძალიან ნაზი და თბილი სიყვარულის ისტორიაა, რომლის ხიბლიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადაღებების შემდეგ მთავარი როლების შემსრულებლები — ჰანსარდი და მარკეტა ირგლოვა — რეალურადაც დაიწყეს ურთიერთობა.
მოუსმინეთ გლენ ჰანსარდის კომპოზიციას Falling Slowly — და თუ ის გულთან ახლოს მოგივათ, გადადეთ ყველა საქმე და აუცილებლად მობრძანდით.
ფილმმა მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის“.
