ერთხელ ამერიკაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ერთხელ ამერიკაში

ერთხელ ამერიკაში

ერთხელ ამერიკაში
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ინგლისური, რუსული

აღწერა

კულტად ქცეული განგსტერული ეპოსი მეგობრობაზე, სიბერესა და დანაშაულის გრძნობაზე, რომელიც არასოდეს ქრება. ათწლეულების შემდეგ დევიდ „ნუდლს“ აარონსონი ნიუ-იორკში ბრუნდება და ცდილობს, წარსულს გაუსწოროს თვალი — წარსულს, რომელმაც უამრავი ვალი, ღალატი და გარდაცვლილი მეგობარი დატოვა.

ოციანი წლების მშფოთვარე ეპოქაში, როცა ამერიკა ჯაზის რიტმებზე ერთობოდა და ყველა მაწანწალა მილიონერობაზე ოცნებობდა, ნიუ-იორკის ღარიბ უბნებში რამდენიმე თავზეხელაღებული ახალგაზრდა შეხვდა ერთმანეთს. კონკურენტების გზიდან ჩამოშორებით, მოღალატეების დაუნდობლად დასჯითა და თავხედურად დაგეგმილი მოხერხებული აფერებით ისინი „მშრალი კანონის“ ოქროს ხანის კრიმინალური სამყაროს მეფეებად იქცნენ.

მათ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლესაც გაიღებდნენ ერთმანეთისთვის, რადგან იცოდნენ — მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობა, მოვალეობა და სამართლიანობა იყო.

მრავალი წლის შემდეგ ბედისწერა ლეგენდარულ განგსტერებს სასტიკად მოექცა და აიძულა, ოდესღაც დადებული ფიცი შეესრულებინათ.

ეს ერთხელ ამერიკაში მოხდა.

ფოტო და ვიდეო

ერთხელ ამერიკაში

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება