ერთხელ ყველას წარმოგვისახავს თავი ფილმის პერსონაჟად… ამ ოცნებას, ახალი წლის ღამეს, ეთნოგრაფში შეესხმება ფრთები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ერთხელ ყველას წარმოგვისახავს თავი ფილმის პერსონაჟად… ამ ოცნებას, ახალი წლის ღამეს, ეთნოგრაფში შეესხმება ფრთები

ერთხელ ყველას წარმოგვისახავს თავი ფილმის პერსონაჟად… ამ ოცნებას, ახალი წლის ღამეს, ეთნოგრაფში შეესხმება ფრთები

ერთხელ ყველას წარმოგვისახავს თავი ფილმის პერსონაჟად… ამ ოცნებას, ახალი წლის ღამეს, ეთნოგრაფში შეესხმება ფრთები
105, ა. ბელიაშვილის ქ.
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.12.2025
ოთხშაბათი
10:30

აღწერა

ერთხელ ყველას წარმოგვისახავს თავი ფილმის პერსონაჟად… ამ ოცნებას, ახალი წლის ღამეს, ეთნოგრაფში შეესხმება ფრთები.
კინოკარნავალი, რომლის სამზადისი უკვე დავიწყეთ, წითელ ხალიჩაზე, უამრავი ფოტოგრაფის გარემოცვაში გელოდებათ ყველას, ვისაც წლის მთავარი როლის მორგება სურს.

 საახალწლო კინოკარნავალი, რომელიც შთამბეჭდავ წვეულებად ჩავიფიქრეთ, ქართული და უცხოური კინოს ოქროს ეპოქებს, საახალწლო დეკორაციებითა და კინოაფიშებით გაფორმებულ ეთნოდარბაზში გააცოცხლებს.

 ჩვენს სცენაზე, მაყურებლის თვალწინ, ცეკვისა და სიმღერის ცოცხალი შესრულებით, ქართული კინოკლასიკის ისეთი შედევრები დაბრუნდება, როგორებიცაა „ქეთო და კოტე“, „ვერის უბნის მელოდიები“, “კავკასიური ცარცის წრე”, “ეზოში ავი ძაღლია” და ბევრი სხვა.

 ამ მასშტაბური საღამოს შემოქმედი 32 გამორჩეული არტისტის ნიჭი და ძალისხმევაა - მომღერლები, მოცეკვავეები, მუსიკალური ბენდის წევრები, ხმისა და განათების რეჟისორები - ყველა ერთად შექმნის ახალი 2026 წლის საოცარ დასაწყისს.

 ეთნოდარბაზში შექმნილი ატმოსფერო: აფიშები ინტერიერში, კინოპოსტერებით მორთული ნაძის ხე, ფოტოზონა, - რომლიც გამორჩეულ მომენტებს გაგახსენებთ ოსკარისა და ოქროს გლობუსის ცერემონიებიდან, კინოს ისტორიის ნოსტალგიურ განწყობას შექმნის, თავს კი დიდი კინოსამყაროს ნაწილად წარმოგადგენინებთ.

 საახალწლო კინოპრემიერაზე ბილეთები შეზღუდულია, გაყიდვა კი უკვე დაიწყო!

 ბილეთი მოიცავს: სრულყოფილ საახალწლო ვახშამსა და სასმელს - თეთრი, წითელი, ცქრიალა ღვინითა და არყით.

 დრესკოდი: საუკეთესო დროა, თქვენი საყვარელი კინოპერსონაჟის როლი მოირგოთ და მისი კოსტიუმით გვესტუმროთ, ან კლასიკური საკარნავალო სამოსით
შემოგვიერთდეთ. საკარნავალო ნიღბები ყველა სტუმარს ადგილზე გადაეცემა.

22:30 - სტუმრების მიღება წითელ ხალიჩაზე
 23:30 - ოფიციალური გახსნა

 არ გამოტოვოთ წლის ყველაზე კინემატოგრაფიული ღამე - “საახალწლო კინოკარნავალი ეთნოგრაფში”, სადაც საუცხოო გარდასახვა, დამდეგი წლის საუკეთესო დასაწყისად იქცევა!

ფოტო და ვიდეო

ერთხელ ყველას წარმოგვისახავს თავი ფილმის პერსონაჟად… ამ ოცნებას, ახალი წლის ღამეს, ეთნოგრაფში შეესხმება ფრთები

ადგილი