რატომ მუშაობს TikTok ზუსტად ისე, როგორც სათამაშო აპარატები? რატომ გვინდა სულ „კიდევ ერთი სერია“, „კიდევ ერთი სიგარეტი“ ან „კიდევ ერთი ნაჭერი“? პასუხი დოფამინშია — მოლოდინისა და მოტივაციის მთავარ ნეირომედიატორში.
შემდეგი ხუთშაბათს ჩვენს სივრცეში გაიმართება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ:
როგორ აქცევს დოფამინი ჩვევებს დამოკიდებულებად, როგორ „ჰაკავენ“ ამ სისტემას კორპორაციები და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ მის კაუჭზე.
შეხვედრას წაიყვანს ნიკიტა ვიზჟაჩი — ექიმი-თერაპევტი A Clinic Tbilisi-ში, ექიმებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტ Synapse-ის კურსების ლექტორი, წარსულში — ზაფხულის სკოლის სამედიცინო განყოფილების ორგანიზატორი. წარმატებით ჩააბარა USMLE-ის ორი ეტაპი — გამოცდა აშშ-ში სამედიცინო ლიცენზიის მისაღებად. ასევე არის საკუთარი YouTube-არხის ავტორი.
