მენიუ
9 და 10 ნოემბერს უკრაინული სახლი კალიგრაფ შოთა საგანელიძის
მულტიმედიურ გამოფენას უმასპინძლებს
უკრაინული სამოსის, ფერების, ორნამენტების და სიმბოლიკის არაჩვეულებრივი შერწყმა საფუძვლად დაედო თანამედროვე ქართველი კალიგრაფის შოთა საგანელიძის შემოქმედებას. ეს არის სახეები როგორც ისტორიიდან, ისე თანამედროვე ცხოვრებიდან.
შოთა საგანელიძე პირველია მსოფლიო კალიგრაფიის ისტორიაში, ვინც უძველესი და თანამედროვე ანბანის მინიმალისტური გამოყენებით ქართულ დამწერლობას ახალი ფორმა შესძინა. სულ გამოფენაზე ათამდე უკვე არსებული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, და ასევე მოხდება უკრაინული ქალების პორტრეტების პროექტის პრეზენტაცია.