🔱 გაინტერესებს ძველი თბილისის ნაღდი ამბები?
ის ძველ, გაყვითლებულ ფოტოებსა და გულში შემორჩენილ ამბებში ცოცხლობს ლეგენდებად და მითებად.
⚜️ჭრიჭინა აივნები, ძვირფასი ნივთების დახლიდარები და ნოსტალგიით სავსე ეზოები, დიდი და უბრალო ადამიანების დიდებული ამბები, რომლებმაც ამ ქალაქს სული შთაბერეს - ეს არის ნამდვილი თბილისი.
23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ერთად გადავფურცლოთ ეს ძველი ალბომი.
🔱დათო ტურაშვილი გვიწვევს საღამოზე - „ძველი თბილისი ფოტოებში“.
ვისაუბრებთ იმ თბილისურ ისტორიებზე, რომლებმაც დროს გაუძლო და შესაძლოა არც კი გაგვიგია აქამდე 📸