აღწერა
„ოდისეა“ წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულია დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს - ყმაწვილთათვის ადაპტირებული „ოდისეა“, რომელიც ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ოცდამეერთე საუკუნის მაყურებლისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ამეტყველდა.