ოდისეა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ოდისეა

ოდისეა

🧣რეჟისორი: ავთანდილ დიასამიძე👩‍🎨მხატვარი: ლანა ყავრელიშვილი👛რეჟისორის თანაშემწე: ქეთი ქანთარია🎼მუსიკალური გაფორმება: გიორგი კობერიძე➡️მონაწილეობენ: ხატია მელქაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, იოანა ნავაძე. დასაწყისი: 18:00, 19:00
ოდისეა
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

ასაკობრივი შეზღუდვა: 8+

„ოდისეა“ წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულია დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს - ყმაწვილთათვის ადაპტირებული „ოდისეა“, რომელიც ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ოცდამეერთე საუკუნის მაყურებლისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ამეტყველდა.

წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ეყოლება - ასე ვთქვათ, „ხორციელი“ ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი - ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს; ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება.
მაყურებელი გაეცნობა და გაიხსენებს ისეთ მითოლოგიურ გმირებს, როგორებიც არიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი, იანუსი, აფროდიტე, პენელოპე, ტელემაქე და სხვა.

ფოტო და ვიდეო

ოდისეა

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება