აღწერა
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტი და WAREHOUSE at Stamba წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო ღვინის მასტერკლასს.
მასტერკლასი მოიცავს ბუნებრივი ღვინის კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გექნებათ, დააგემოვნოთ და შეადაროთ 6 ღვინო საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან.
დეგუსტაციას გაუძღვება მადს კლეპე, “Noma კოპენჰაგენის” ყოფილი მთავარი სომელიე და ამჟამად აჭარა ჯგუფის სასმელების დირექტორი.